საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 158^4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3154 – ვებგვერდი, 30.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.
