საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 155^5. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსების წესების დარღვევა
1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსებისთვის თავის არიდება ან ისეთი სამედიცინო გაფრთხილების განთავსება, რომელიც არ შეესაბამება დამტკიცებულ პარამეტრებს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3136 – სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.234 საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
