1.აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3816 – ვებგვერდი, 03.07.2015წ. მუხლი 37 11 . ფარმაცევტულ პროდუქტზე განსაზღვრული რეფერენტული ფასის დაუცველობა 1. ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3.ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საბითუმო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2273 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. მუხლი 37 12 . ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის ხელმისაწვდომობის წესის დარღვევა 1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის ხელმისაწვდომობის წესის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2273 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. მუხლი 37 13 . ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე და ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე 1. ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3.ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 60 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2273 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. თავი XIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140 საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №907 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.



