1.თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
3.საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომლის დასახელება, შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი შეიცავს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე, ან საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე ისეთი სიტყვის, აბრევიატურის, ნიშნის, გამოსახულების, გრაფიკის ან ციფრის გამოყენება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით.
4.„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5.თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანისას ან / და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორის მიერ თამბაქოს ნაწარმის იმპორტირებისას შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3136 – სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.234 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4126 – სსმI,№75,27.12.2010 წ.,მუხ.486 საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.


