Article 5. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება
1. აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა.
2. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ა) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან); ბ) საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; გ ) სავაჭრო ობიექტში , თუ თამბაქოს ნაწარმი , თამბაქოს აქსესუარი ან / და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა არ არის სურსათისგან ან / და სხვა პროდუქტისგან განცალკევებით განლაგებული . სურსათისგან ან / და სხვა პროდუქტისგან განცალკევებით განლაგებულად ჩაითვლება თამბაქოს ნაწარმი , თამბაქოს აქსესუარი ან / და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა , რომელიც სურსათისგან ან / და სხვა პროდუქტისგან განცალკევებულია გაუმჭვირვალე თაროს / მოწყობილობის / ტიხრის საშუალებით ან სავაჭრო ობიექტში განთავსებულია სხვა ადგილას , სურსათის ან / და სხვა პროდუქტის რეალიზაციისთვის გამოყოფილი , განცალკევებული სავაჭრო განყოფილებებისგან ან / და სექციებისგან დამოუკიდებლად . სავაჭრო განყოფილებად / სექციად ითვლება სავაჭრო ობიექტის ნაწილი , სადაც იყიდება სურსათის ან / და სხვა პროდუქტის განსაზღვრული სახეობა / სახეობები ; დ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია; ე) შეფუთვის გარეშე (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა); ვ) 18 წლამდე ასაკის პირზე; ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით; თ) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის დამზადებული; ი) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად , მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით; (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მართლზომიერი ეკონიმიკური ინტერესის არსებობისას კრძალავს თამბაქოს ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის მიერ ამავე ბაზარზე მოქმედ მეორე ეკონომიკურ აგენტზე თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №1/2/876 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. კ) ინტერნეტით ან ფოსტით (საცალო ვაჭრობა) (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა, რომელზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება); ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; მ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა); ნ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა); ო) თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით. 2 1 . ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის (გარდა თხევადი თამბაქოს ნაწარმისა) ან იმავე მუხლის „ა.დ“ ან „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.
