1.სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ამ კოდექსის 24 1 მუხლის მე-4 ნაწილის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის იმავე ქვეპუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე გადამეტება – იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2.სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შემდგომი მიწოდების მიზნით საქართველოს საქონლის შესყიდვა − იწვევს დაჯარიმებას შესყიდული საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
3.სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა საქართველოს საწარმოს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის საქართველოში − იწვევს დაჯარიმებას ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
4.სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წლამდე ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება − იწვევს დაჯარიმებას ასეთი საქონლიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5120 - ვებგვერდი, 19.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.






