საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 183. ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის და საბრძოლო მასალების რეალიზაციისაგან თავის არიდება
Consolidation №627 Verified against the current consolidation · 23 Jun 2026
ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღისა და საბრძოლო მასალების რეალიზაციისაგან თავის არიდება იმ მოქალაქეთა მიერ, რომლებსაც შინაგან საქმეთა ორგანოებმა გაუუქმეს მათი შენახვის ნებართვა მონადირეთა საზოგადოებიდან გამოსვლის გამო, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე, იარაღისა და საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევით. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
