საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 182^6. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე რომელიმე ამ იარაღით ვაჭრობა
1. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე რომელიმე ამ იარაღით ვაჭრობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1271 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
