საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 196^3. იმ სამხედროვალდებულის სამუშაოდ ან სასწავლებლად მიღება, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი არ არის
1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, სასწავლებლის ხელმძღვანელის ან სხვა შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ იმ სამხედროვალდებულის სამუშაოდ ან სასწავლებლად მიღება, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი არ არის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1619 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.109 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2234 – სსმ I, №12, 21.05.2003წ., მუხ.67 საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
