საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 353^3. სამხედრო მოსამსახურის, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ანდა ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
