საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 196^6. სამხედროვალდებულის მიმართ გამოტანილი ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა
1. სამხედროვალდებულის მიმართ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1619 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.109 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2555 – ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1268 – ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
