ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავენ კანონის და საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის საწყისებზე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 233. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე
Consolidation №639 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026




