საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; დ ) იმ საგნის კონფისკაცია , რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი , უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი , საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო ; ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება; ე 1 ) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; ე 2 ) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა; ვ) გამასწორებელი სამუშაოები; ვ 1 ) უცხოელის საქართველოდან გაძევება; ვ 2 ) უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.
