საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო
1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი ან საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, გულისხმობს მის სახელმწიფოს საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ სამართალდამრღვევის საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.
3. იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 153 3 ან 153 6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის უშუალო ობიექტი იყო, გულისხმობს მის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.
4. იარაღის კონფისკაცია ან ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაციის დაკისრება იწვევს აღნიშნულ იარაღზე არსებული, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5097 – ვებგვერდი, 03.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.
