საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 281^1. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადა
Consolidation №627 Verified against the current consolidation · 23 Jun 2026
ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება გამოტანიდან 48 საათში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ორგანომ (თანამდებობის პირმა) სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116
