არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღების შემდეგ ან მსჯავრდებულის სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლისას, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულის სამუშაოს მიმცემს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულის ხელფასიდან სასამართლოს მიერ დადგენილი პროცენტული ოდენობის შესაბამისი თანხის სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვის შესახებ.
2.სამუშაოს მიმცემისათვის გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის ან მისი შესრულების ხელის შეშლისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
3.პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს სამუშაოს მიმცემის მიერ სახელმწიფო შემოსავალში მსჯავრდებულის ხელფასიდან თანხების დაქვითვის სისწორეს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მასალებს უგზავნის პროკურატურის ორგანოს.
4.თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში სამუშაოს მიმცემის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, პრობაციის ოფიცერი შესაბამის დასაქმების სამსახურს მიმართავს თხოვნით მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ. არსებული სამუშაო ადგილის შეთავაზების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მსჯავრდებულს.
5.თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს არიდებს გამასწორებელ სამუშაოს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართავს წარდგინებით გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1357 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.129 თავი III. მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82
1. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღების შემდეგ ან მსჯავრდებულის სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლისას, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულის სამუშაოს მიმცემს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულის ხელფასიდან სასამართლოს მიერ დადგენილი პროცენტული ოდენობის შესაბამისი თანხის სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვის შესახებ. 2. სამუშაოს მიმცემისათვის გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის ან მისი შესრულების ხელის შეშლისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. 3. პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს სამუშაოს მიმცემის მიერ სახელმწიფო შემოსავალში მსჯავრდებულის ხელფასიდან თანხების დაქვითვის სისწორეს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალებს უგზავნის პროკურატურის ორგანოს. 4. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში სამუშაოს მიმცემის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, პრობაციის ოფიცერი შესაბამის დასაქმების სამსახურს მიმართავს თხოვნით მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ. არსებული სამუშაო ადგილის შეთავაზების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მსჯავრდებულს. 5. თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს არიდებს გამასწორებელ სამუშაოს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართავს წარდგინებით გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1357 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.129 თავი III. მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82
The amendments this article has been through
The amendment shifts the focus from *requesting* deductions from wages to *monitoring* their accuracy and reporting discrepancies to the prosecutor's office.
amending act №31102Updates the process for collecting funds related to corrective labor, emphasizing transfer to state revenue.
amending act №14686These lawyers work in the legal area related to this article.