დადგენილება გამასწორებელი სამუშაოების შეფარდების შესახებ აღსასრულებლად გაიგზავნება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. გამასწორებელ სამუშაოებს ამ კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად დამრღვევი მოიხდის მუდმივ სამუშაო ადგილას. გამასაწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების საფუძველზე დამრღვევის ხელფასიდან სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვა წარმოებს სამუშაოების მოხდის ვადის განმავლობაში დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 304. გამასწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების აღსრულება
Consolidation №639 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
Topics:Individual Disputes




