ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს გამოიყენებენ ფიზიკურ სამუშაოებზე. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მუდმივ სამუშაო ადგილზე ხელფასი არ მიეცემათ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი XXXI. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წარმოება მუხლი 311. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კოდექსითა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
