საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 44^10. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა
1. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.509 საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
