საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 79^8. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა
1. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. [1. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, – გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით; ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით; გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
