არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილას 10 დღის განმავლობაში საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირი, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მისი სამსახურში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 356^1. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი პირის სამსახურში გამოუცხადებლობა
Consolidation №296 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
Topics:Justice & Military Crimes



