Article 41^1. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია
1. მოსამსახურეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო 183 კალენდარული დღის ოდენობით , ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღის ოდენობით . მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დახმარება .
2. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება მოსამსახურეს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.
4. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციას ანაზღაურებს დაწესებულება შესაბამისი ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.
5. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში და შეუნარჩუნდება ხელფასი. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3402-სსმI, №24, 29.06.2006წ., მუხ.195 საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5946-სსმI, №8, 28.03.2008წ., მუხ.51 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3204-სსმI, №34, 09.07.2010წ., მუხ.204 საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1394 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
