Article 77. სამსახურებრივი დაწინაურების წესი
1. (ამოღებულია – 29.06.2012, №6611) . 1 1 . მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში , თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც .
2. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისათვის საჭიროა მისი წერილობითი თანხმობა.
3. ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოხელის წარდგენისას თანამდებობაზე ინიშნება ის მოხელე, რომელსაც ატესტაციის შედეგების მიხედვით უფრო მაღალი შეფასება აქვს.
4. მოხელე არ შეიძლება სამსახურებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 – ვებგვერდი, 03.04.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საჯარო სამსახურის შესახებ
