Article 5^4. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია
1. ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის/ცვლილების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განცხადებას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს . განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) განმცხადებლის სახელი; ბ) ინფორმაცია საწარმოს ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ; გ) განმცხადებლის პირადი ნომერი; დ) განცხადების შევსების თარიღი; ე) განმცხადებლის ხელმოწერა; ვ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება. 1 1 . ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის/ცვლილების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელი ორგანოსთვის განცხადების წარდგენის უფლება აქვთ აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული პირების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისას მან უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილის ეკვივალენტურ მონაცემებს.
3. სარეგისტრაციო განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო განცხადების ფორმა ან მისი ასლი ნებისმიერ მატარებელზე. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3139 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.133 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4581 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1974 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.262 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2979 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.145 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4997 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი № 2478 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მეწარმეთა შესახებ
