1.კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ 2 დირექტორისაგან (გამგეობის წევრებისაგან), რომლებიც შეიძლება არ იყვნენ კოოპერატივის წევრები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.დირექტორებს ირჩევენ 4 სამეურნეო წლის ვადით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
3.სხვა შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის მე-9 მუხლი . საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5913 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.33 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.


