არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 32. ერთობლივი საქმიდან არასრულწლოვნის საქმის ცალკე გამოყოფა
Consolidation №28 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
1. თუ არასრულწლოვანს ბრალი ედება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც სრულწლოვანიც იმხილება, არასრულწლოვნის საქმე შეძლებისდაგვარად ცალკე გამოიყოფა და ის სრულწლოვნისაგან განცალკევებით გასამართლდება, თუ ამით საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას არსებითი დაბრკოლება არ შეექმნება.
2. არასრულწლოვანი სარგებლობს ამ კოდექსით დადგენილი გარანტიებით.
