1.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.
3.არასაპატიმრო სასჯელის აღსასრულებლად, არასრულწლოვნის და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ზედამხედველობა 1 წლამდე ვადით. ეს წესი არ მოქმედებს ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4.ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3033 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
These lawyers work in the legal area related to this article.