მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ
Article 2. მაღალმთიანი დასახლების სტატუსთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება
1. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს. 1 1 . მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 1 2 . თუ მუნიციპალიტეტის დასახლებათა 80 პროცენტს ან 80 პროცენტზე მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება აგრეთვე ამ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 1 3 . ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს იმავე პუნქტით დადგენილი წესით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი 1000 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.
