საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იმ არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხის შედგენა, რომელთა მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. მუხლი 63 6 . საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარება 1. ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებულია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემულია საქართველოში განხორციელებული იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომლის აღიარების განმახორციელებელ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ.
2.აღიარებულია საქართველოში განხორციელებული იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე პირის მიერ მიღებული განათლება, რომლის აღიარების განმახორციელებელ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. მუხლი 63 7 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის წასაყენებელი მოთხოვნები 1. ამ კანონის 48 1 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად 2018 წლის 15 სექტემბრამდე დანიშნულ პირზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 20 წელი, აქვს სრული ზოგადი განათლება, იცის სახელმწიფო ენა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2523 - ვებგვერდი, 29.06.2018წ. მუხლი 63 8 . იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება , რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი 1. იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი − ატესტატი.
2.იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ მიიღეს, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი − ატესტატი. საქართველოს 2019 წლის 8 აპრილის კანონი №4495 – ვებგვერდი, 11.04.2019წ. მუხლი 63 9 . ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გავრცელება 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადად განისაზღვროს ავტორიზაციის მოპოვებიდან 9 წელი. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუ ხლი 63 10 . 2024-2025 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი 2024-2025 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს ამ კანონის 7 1 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე უსრულდება, უფლება აქვს, მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუხლი 63 11 . საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურება 1. საჯარო სკოლის იმ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, განისაზღვრება ამ შვებულების თვის წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, ხოლო თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვის/თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად).
2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნება იმ თანხაზე, რომელსაც საჯარო სკოლის მასწავლებელი 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით მიიღებდა, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4204 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. მუხლი 63 12 . 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყება, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით შეუძლია იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1478 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

