For information only — not legal advice.
1. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.
2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესითა და პირობებით, რომელიც ახო რციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.
3. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ იურიდიულ პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა ამ კანონის II თავისა, 32-ე მუხლისა და XI 1 თავისა. ამასთანავე, ამ პუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირზე ამ კანონის მე-9 და 21-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით.
4. საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული შესაბამისი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს.
5. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა ავტორიზაცია ზოგადი განათლების იმ საფეხურზე, რომელზედაც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას. ამ იურიდიული პირისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება ავტორიზაციის განსხვავებული პირობები განისაზღვროს.
6. მოსწავლეს, რომელიც საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს მობილობის უფლებით. მობილობის პროცესში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3959 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1646 – ვებგვერდი, 11.06.2026წ. თავი VI. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
Closest in meaning — including in other laws
ზოგადი განათლების შესახებ