Article 6. ზოგადი განათლება
1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს: ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X და XI კლასების დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი; ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნული პროგრამის დაძლევის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით/„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემდეგ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ნებაყოფლობითი XII კლასის გავლას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი. 1 1 . (ამოღებულია - 08.04.2019, №4495) . 1 2 . ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს სამინისტრო.
