კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ
კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნარჩენების მართვის გეგმის (შემდგომში – გეგმა) შემუშავების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) წარდგენის, განხილვისა და შეთანხმების პროცედურებსა და პირობებს.
2.გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
3.გეგმა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უნდა განახლდეს გეგმა და განხილვისა და შეთანხმების მიზნით წარედგინოს სამინისტროს.
4.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ტერმინებს.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.