Article 27. რე კულტივაციის ფენა
1. რეკულტივაციის ფენის ფორმა/სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ მისი ტერიტორიის გამოყენების მიზნებს (რეკრეაცია და სხვ.).
2. რეკულტივაციის ფენასთან დაკავშირებულმა ტექნიკურმა და ბიოლოგიურმა პროცესებმა უნდა უზრუნველყონ ნაგავსაყრელის თხემისა და ფერდების დაცვა გრავიტაციით, ქარის მოქმედებით, წვიმისა და ზედაპირული ჩამონადენით გამოწვეული ეროზიული პროცესებისგან.
3. დახურული ნაგავსაყრელის ზედაპირისა და ნარჩენების განთავსების ზონებს გარეთ არსებული სხვა ტერიტორიების ზედაპირის მდგრადობის უზრუნველყოფა და ნაგავსაყრელების ბიოლოგიური რემედიაცია ხორციელდება რეგიონისთვის დამახასიათებელი ბალახეულის, ბუჩქნარისა და ხეების ისეთი ადგილობრივი სახეობების გაშენებით, რომლებიც გამოირჩევიან ეროზიასთან ბრძოლის უნარით, დეკორატიული მახასიათებლებით და გამძლეობით იმ ნივთიერებების მიმართ, რომელებიც შეიძლება მოხვდეს ატმოსფერულ ჰაერსა და ნიადაგში ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენებიდან. შერჩეულმა სახეობებმა არ უნდა დააზიანონ ზედაპირის საიზოლაციო სისტემის გაუმტარი მინერალური ფენის მთლიანობა.
