1.სადრენაჟო სისტემის დანიშნულებაა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების დაცვა მასში წვიმისა და ზედაპირული წყლის მოხვედრისაგან.
1.სადრენაჟო სისტემის დანიშნულებაა ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების დაცვა მასში წვიმისა და ზედაპირული წყლის მოხვედრისაგან.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.სადრენაჟო სისტემა უნდა შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისაგან: ა) ჰორიზონტალური სადრენაჟო ფენა, რომელიც აკმაყოფილებს ქვედა სადრენაჟო ფენისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) სადრენაჟო მილები, რომლებიც უზრუნველყოფენ მინერალური საფარის ფენიდან ან გეომემბრანიდან ზედაპირული წყლების შეგროვებას და გაყვანას.
3.სადრენაჟო სისტემამ უნდა გაუძლოს რეკულტივაციის ფენის დატვირთვასა და ზემოქმედებას და გააგრძელოს ფუნქციონირება ტკეპნისა და დაშლის შედეგად ნარჩენების მასის დაწევის პირობებში.
4.სადრენაჟო სისტემა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ: ა) გაუძლოს 10%-ზე მეტი ალბათობის მქონე ინტენსიური ნალექების შედეგად ჩამოყალიბებულ ზედაპირულ ჩამონადენს; ბ) უზრუნველყოს ნაკადის სტაბილურობა; გ) იყოს ცვეთაგამძლე; დ) აკმაყოფილებდეს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე სისტემის ზამთრის პირობებში ოპერირების მოთხოვნებს; ე) აკმაყოფილებდეს დაუბინძურებელი წყლისა და ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით წვიმისა და შეგროვილი წყლის ეფექტიანად გადინებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
5.ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და ნაგავმზიდი სატვირთო მანქანების სამოძრაო გზების გარშემო უნდა მოეწყოს სადრენაჟო არხები ან ამრიდი ბერმები, რომლებიც შეასრულებენ ნაგავსაყრელის პოტენციურად დაბინძურებული ადგილებიდან ზედაპირული და ატმოსფერული წყლების მიღების ფუნქციას.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.