ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
2.აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები; ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობისას მისი გამოყენების ტექნიკური და საოპერაციო პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს საზიანო ხელშეშლებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებას; გ) საწყისი ან შეთავაზებული საფასური; დ) განცხადებათა მიღების დაწყებისა და დამთავრების, აუქციონის გამართვის ვადები; ე) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული სხვა მონაცემები.
3.(ამოღებულია - 28.12.2005, №2564) .
4.აუქციონის გამართვის დროს კომისია ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალეობის, საჯაროობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით.
5.აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალური ოდენობის შეთავაზება, რომლის 30 პროცენტის გადახდა ხორციელდება აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინტერნეტის ქსელით.
6.ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30 პროცენტის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა ხორციელდება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
7.თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიზანია ავტორიზებული საქმიანობის დაწყება (მომსახურების გაწევის დაწყება) და შესაბამისად მის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის თანახმად მიღების მიზნით აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად.
8.ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა. 8 1 . დაუშვებელია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში.
9.ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება; გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ბოლო მომხმარებლებისათვის) მომსახურების მიწოდება. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3453 - სსმ I, №29, 26.07.2006 წ., მუხ.230 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
The amendments this article has been through
The decision to hold an auction for radio frequency licenses must be published at least one month in advance through mass media and on the Commission's website.
amending act №1547297Requires publication of information about spectrum licensing auctions and mandates that licensees begin practical operations within a specified timeframe.
amending act №18634The scope of licenses subject to auction now explicitly includes 'numbering resources' in addition to radio frequency spectrum.
amending act №24190Adds requirements for information included in the announcement of radio spectrum auctions.
amending act №25480Describe your situation — we'll help you find the right specialist.