ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.კომისია ახორციელებს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ავტორიზაციას; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას.
2.დეკლარაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით.
3.თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.
4.ავტორიზებულ პირებზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
5.თუ ავტორიზებული პირი წყვეტს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებას, ან განზრახული აქვს საქმიანობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას ამის თაობაზე. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
6.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.
7.პირს უფლება აქვს დაიწყოს საქმიანობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის დღიდან. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89
The amendments this article has been through
The timeframe for issuing extracts from the register of authorized persons is reduced from 10 to 3 working days.
amending act №18634If incomplete documentation is submitted, the Commission will request completion within 5 days. Failure to comply results in denial; if no request is made within 5 days, authorization is granted.
amending act №25480These lawyers work in the legal area related to this article.