Article 8. დამზღვევი
1. დამზღვევი არის პირი, რომელმაც მზღვეველთან დადო დაზღვევის ხელშეკრულება.
2. დამზღვევი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი.
3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულება, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებისა, შეუძლია დადოს მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან. საქართველოს მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულება შეუძლია დადოს მხოლოდ სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან. საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
დაზღვევის შესახებ
