Article 108
1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უფლებამოსილია ამოიღოს ჩაძირული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში ან გამოითხოვოს ამოღებული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში. ამასთანავე, იგი ვალდებულია სააგენტოს ან სანავსადგურე ერთეულს აუნაზღაუროს აღნიშნული ქონების ზღვაში ჩაძირვით მიყენებული ზიანი და მისი ამოღების ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი ქონება სახელმწიფო საკუთრება ხდება.
3. თუ სანავსადგურე ერთეულმა ან სააგენტომ ამოღებული ქონების რეალიზაცია იმის გამო განახორციელა, რომ მისი შენახვა შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი არ იყო, ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს უბრუნდება ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა, იმ ხარჯების გამოკლებით, რომლებიც სანავსადგურე ერთეულმა ან სააგენტომ გასწია, და იმ ზიანის თანხის გამოკლებით, რომელიც სანავსადგურე ერთეულს ან სააგენტოს მიადგა აღნიშნული ქონების ამოღების, შენახვისა და რეალიზაციის დროს.
4. ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოსთვის ან/და სანავსადგურე ერთეულისთვის გაწეული ხარჯებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისგან. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საზღვაო კოდექსი
