საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიზინგის გამცემის მოთხოვნა ამ კოდექსის 580 7 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის მისთვის მფლობელობაში დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, მოსთხოვოს ლიზინგის გამცემს მისი მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თუ ლიზინგის გამცემი ქონებას მფლობელობაში დაიბრუნებს ლიზინგის მიმღების მფლობელობის არამართლზომიერი ხელშეშლის გზით, ან თუ ლიზინგის გამცემს არ დაუწესებია დამატებითი ვადა ამ კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ვადის დაწესება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ არის საჭირო. ამასთანავე, ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ლიზინგის საგანზე მფლობელობის აღდგენა. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1195 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი