Article 109
თუ ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დადგენილ ვადაში არ ამოაქვს, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოს მითითებით დაუყოვნებლივ ამოიღოს ეს ქონება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვაგვარად მოსაცილებლად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
