Article 124
Consolidation №41 Verified against the current consolidation · 29 Apr 2026
Topics:Shipping Law
1. ტვირთის გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს: ა) ნავსადგურიდან გემის გასვლამდე ტვირთის უკან დაბრუნება; ბ) ტვირთის გაცემა შუალედურ ნავსადგურში; გ) გაცემა იმ პირზე, რომელიც არ არის მითითებული კონოსამენტში, იმ პირობით, რომ იგი წარმოადგენს ტვირთის გამგზავნისათვის გაცემული კონოსამენტების ყველა ეგზემპლარს და დაიცავს საზღვაო გადაზიდვაზე უარის თქმის შესახებ ამ კოდექსის ყველა დებულებას ან წარმოადგენს შესაბამის უზრუნველყოფას.
2. ასეთივე უფლებით სარგებლობს კონოსამენტის კანონიერ საფუძველზე მქონე ნებისმიერი პირი, რომელიც ფლობს კონოსამენტის ყველა ეგზემპლარს ან საზღვაო ზედნადებს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
