Article 196
Consolidation №41 Verified against the current consolidation · 29 Apr 2026
Topics:Shipping Law
1. უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულებით (ბერბოუტ-ჩარტერი) გემის მესაკუთრე იღებს ვალდებულებას უეკიპაჟოდ გადასცეს გემი დამქირავებელს (დამფრახტველს) ნაოსნობისათვის გარკვეული ვადით.
2. ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლის შემდეგ გემი შეიძლება გადაეცეს დამფრახტველს საკუთრებაში, თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია გემის გამოსყიდვის უფლება, დამფრახტველი ასრულებდა თავის სახელშეკრულებო ვალდებულებებს და დაფარული აქვს ფრახტის ბოლო გადასახადი.
3. ბერბოუტ - ჩარტერის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ ამ კოდექსის 42- ე მუხლის გათვალისწინებით. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
