Article 304
1. გემის მესაკუთრემ, რომელსაც ტანკერით გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი, დაბინძურებით მიყენებული ზიანისათვის თავისი პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს დაზღვევით, საბანკო ან სხვა გარანტიით. 1 1 . საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი, რომლის საერთო ტევადობა 1 000 რეგისტრულ ტონას აღემატება, ვალდებულია საბუნკერო საწვავით დაბინძურებით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევის უზრუნველსაყოფად იქონიოს შესაბამისი დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელსაც გემთმფლობელი წარუდგენს სააგენტოს. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრები დგინდება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად. 1 2 . გემთმფლობელის მიერ ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დაზღვევის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენისა და მისი ოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენება „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილი წესი.
