ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომპეტენტური ორგანო − საჯარო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისთვის და მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევაში; ბ) განმცხადებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სააგენტო კომპანია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ანგარიშგებას და პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებისთვის, აგრეთვე მისი სისწორისა და განახლებისთვის; გ) საზღვაო ერთი ფანჯარა − ტექნიკური პლატფორმა, რომელიც ეროვნულ დონეზე ფუნქციონირებს და იძლევა სანაოსნო, ადმინისტრაციული და საოპერაციო ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, დამუშავებისა და გაგზავნის საშუალებას, რაც მოიცავს დაშვების დონის ფარგლებში მინიჭებული უფლების (უფლებების) მართვას, შეტყობინების ჰარმონიზებულ და მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისებს, რომლებიც უზრუნველყოფს განმცხადებელთან მის კომუნიკაციას და განმცხადებლის მიერ ანგარიშგების ვალდებულების შესრულებას. ეს ტექნიკური პლატფორმა უზრუნველყოფს აგრეთვე კომპეტენტურ ორგანოთა სისტემებთან კავშირს და შესაბამისი მონაცემთა ბაზების ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ხელმისაწვდომობას, რაც იძლევა საშუალებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ იქნეს შეტყობინებები იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს განმცხადებელთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე ამ სისტემებით შეტყობინების მიღების სხვა საშუალებებთან კავშირის დამყარება; დ) სანავსადგურო მომსახურება − მომსახურება, რომელიც შეთავაზებულია საქართველოს ნავსადგურებში, მათ შორის, საწვავით მომარაგება, ტვირთის განკარგვა, მიბმა, მგზავრების მომსახურებით უზრუნველყოფა, ნარჩენების ჩაბარება, სალოცმანო გაცილება, ბუქსირება; ე) − ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისად დანიშნულების ნავსადგურისთვის არის დადგენილი; ვ) − ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლებისგან არის შექმნილი და რომელსაც სააგენტო თავმჯდომარეობს; ზ) სააგენტო კომპანია − პირი, რომელიც მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და გემთმფლობელის სახელით, ნავსადგურთან შეთანხმებით, გემის კაპიტნის მოთხოვნის შესაბამისად ორგანიზებას უწევს სანავსადგურო მომსახურების გაწევას და გემის ნავსადგურში შესვლასა და ნავსადგურიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესს (მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ორგანოებისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებას), აგრეთვე ტვირთის გაცემასა და მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
Article 78^1
Consolidation №42 Verified against the current consolidation · 23 Jun 2026
The story of this article· 1
The amendments this article has been through
- · published 29 May 2024
This article defines key terms related to the Single Window system (Competent Authority, Declarant, Single Window, Port Service) providing clarity on roles and functionalities.
amending act №6157923
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.

