ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად, პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება, თუ: ა) საჭიროა დადასტურდეს გარიგება, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ; ბ) გასარკვევია დაბადების, დაქორწინების ან გარდაცვალების საკითხები; გ) ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას იგი მოქმედებდა, როგორც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 143. ჩვენების მიცემის ვალდებულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად
Consolidation №178 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
Topics:Justice & Military Crimes



