საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 150. მოწმის მიერ ჩანაწერებით სარგებლობა
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
მოწმე ჩვენებას აძლევს ზეპირად, მაგრამ მას შეუძლია ისარგებლოს ჩანაწერებით, თუ მისი ჩვენება დაკავშირებულია რაიმე ციფრობრივ ან სხვა ძნელად დასამახსოვრებელ ცნობებთან. ეს ჩანაწერები მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაერთოს საქმეს.
