საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 156. ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობა
1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არ შეუძლიათ წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.
2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო შესაბამის ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით.
3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.
4. ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
