საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 187^1. სასამართლო მედიაცია
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
1. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმე შეიძლება დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით მედიატორს გადაეცეს.
2. მედიატორისათვის საქმის გადაცემის შესახებ განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
