საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 271. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ( ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 271-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ . ( ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 271-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი №1/7/681 – ვებგვერდი, 26.11.2015წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ. თავი XXIX საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე
