საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 363^42. ტერმინთა განმარტება
1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონვენცია − „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენცია; ბ) საერთაშორისო მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომელიც იმართება საქართველოს ფარგლების გარეთ და რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე უცხო ქვეყნის მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას; გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა.
